
აზერბაიჯანელ მაშველებს 2 საათი დასჭირდათ უნიტაზის ტყვეობიდან 57 წლის სუმგაითელი აბუტელ ბაგიროვას დასახსნელად.
როგორც გაირკვა, ქალს უნიტაზში გასაღები ჩაუვარდა და მისი ამოღების მცდელობისას მკლავი უნიტაზში ისე გაეჭედა, რომ თავისით ვერაფრით შეძლო თავის დახსნა.
აბუტელ ბაგიროვას კი არა, თავად მაშველებსაც ძალიან გაუჭირდათ გაჯიუტებულ უნიტაზზე მიჯაჭვული ქალბატონის გათავისუფლება.