
სექტემბერში აშშ უკრაინაში დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად 200 ამერიკელ სამხედროს გაგზავნის, - ამის შესახებ "ასოშიეტედ პრესი" იუწყება.
სააგენტო, თავის მხრივ, ინფორმაციის წყაროდ პენტაგონის პრესსამსახურის ხელმძღვანელს უთითებს, რომელიც ამბობს, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი, ყოველწლიური სწავლებაა და მასში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს.
პენტაგონის განცხადებით, სწავლებაში მონაწილეობას აშშ-ის სამხედრო ძალების 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის სამხედროები მიიღებენ, ხოლო თავად სწავლება 13-26 სექტემბერს, ლვოვიდან 60 კმ-ის დაშორებით ჩატარდება.
ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ აშშ მომავალ კვირას მონაწილეობას მიიღებს ასევე შავ ზღვაში დაგეგმილ სწავლებაში, რომელშიც უკრაინა, რუმინეთი, საქართველო და თურქეთი მონაწილეობენ. მასში აშშ-ის მხრიდან სარაკეტო ნაღმოსანი "როსი" და 280-დე ამერიკელი მეზღვაური იქნება ჩართული.