
ISIS-ის (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) ბოევიკები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან - მუქარის შემცველი ვიდეო ვებგვერდზე წუხელ, გვიან ღამით განთავსდა.
ვიდეო შეიცავს მუქარას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ, ბოევიკები მას ემუქრებიან, რომ კავკასიაში ომს დაიწყებენ და ჩეჩნეთსა და მთლიანად კავკასიას გაათავისუფლებენ. მოჯაჰედები მუქარას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადსაც უგზავნიან.