-
2014-09-03 01:18
ევროკავშირის მიერ მომზადებულ სანქციათა პაკეტში რუსეთის წინააღმდეგ გათვალიწინებულია ამ ქვეყნის გარიცხვა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიც ფიფა და უეფაა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ამას გარდა, გათვალიწინებულია, რუსეთის ნაკრები და საფეხბურთო, ასვე სპორტის სხვა სახეობის კლუბები არ დაუშვან ამ ორგანიზაციების ეგიდით გათვალისწინებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში.
ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ სანქციათა შავ ვარიანტზე, რომელიც საბოლოო სახეს ხუთშაბათს მიიღებს. პარასკევს ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებს სანქციების საბოლოო პაკეტზე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.