
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები "გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას".
"ჩვენ უნდა მივცეთ მძაფრი სიგნალი მანამ, სანამ უკრაინის მიწაზე კიდევ უფრო მეტი და მეტი რუსი სამხედრო გამოჩნდება. ჩვენ ავამოქმედებთ ისეთ სანქციებს, რომ რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო და უფრო დაზარალდეს მზარდი იზოლაციის გამო", - განაცხადა კემერონმა, არ დაეთანხმა რა ჟურნალისტის მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს უკვე მიღებულმა სანქციებმა რუსეთს ზიანი ვერ მიაყენა. მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი ახალ სანქციებს ერთი კვირის ვადაში აამოქმედებენ.