
გამოცემა „ბილდის“ ცნობით, გერმანელმა მეხანძრეებმა „გიგანტურ ვაგინაში“ გაჭედილი ამერიკელი სტუდენტი უვნებლად ამოიყვანეს.
ქანდაკება ქალაქ ტუბინგენის უნივერსიტეტის ბაღში მდებარეობს და მისი ავტორის, პერუელი მოქანდაკის, ფერნანდო დე ლა ჰარას ჩანაფიქრით, „მსოფლიოში შესასვლელი ჭიშკრის“ სიმბოლოს წარმოადგენს.
რა ამოძრავებდა ამერიკელ სტუდენტს, როდესაც სკულპტურაში მიძვრებოდა, უცნობია, ის კი ფაქტია, რომ იგი 32-ტონიან მარმარილოს ვაგინაში გაიჭდა და მონუმენტის ტყვეობიდან თავის დაღწევა დამოუკიდებლად ვერ შეძლო, ამერიკელის დახსნა ვერც გამვლელებმა მოახერხეს.
კიდევ კარგა ხანს მოუწევდა სტუდენტს ვაგინაში ყურყუტი, საქმეში მეხანძრეები დროულად რომ არ ჩართულიყვნენ, რომლებმაც სტუდენტი სპეციალური მოწყობილობების გარეშე, უვნებლად ისე გაათავისუფლეს, რომ არც 120 ათასი ევროს ღირებულების ვაგინა დაზიანებულა.