
65 წლის პრემ სინგხმა ინდოეთში სახელი იმით გაითქვა, რომ შეუძლია პროდუქტის მომზადების დროს ხელი 200 გრადუსამდე ადუღებულ ზეთში ჩაყოს, თევზი ამოიღოს ან გადაატრიალოს ისე, რომ ხელს არ დაიწვავს.
როგორც თავად ამბობს, უკვე 25 წელია პროდუქტს ასე ამზადებს და მარცხი არასოდეს მოსვლია.
ყოველ საღამოს ინდოელი შეფ-მზარეულის რესტორანში აუარება ცნობისმოყვარე იკრიბება, რომელთაც სურთ საკუთარი თვალით იხილონ ადამიანი, რომელსაც ქაფქაფა ზეთიდან შემწვარი თუ მოხარშულ პროდუქტს საკუთარი ხელით ამოღება შეუძლია, სინგხის ხელოვნებით მოხიბლელუბი კი მისი კლიენტები ხდებიან.