
ბელორუსში სიმღერის ყოველწლიური ფესტივალი „Славянский базар“ ტარდება, რომელშიც ტრადიციულად ევროვიზიის გამარჯვებულიც მონაწილეობს.
თუმცა წელს ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და კონჩიტა ვურსტის მიწვევაზე უარი თქვეს. ეს გარემოება კი იმით დაასაბუთეს, რომ კონჩიტა და ფესტივალი „Славянский базар“ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.
როგორც გერმანული „Bild“-ი წერს, ბელორუსული ფესტივალი რუს მომღერლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას საზეიმოდ ყოველ წელს ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხსნის.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კიდევ ევროვიზიის დაწყებამდე იყო ცნობილი, რომ ფესტივალში კონკურსის გამარჯვებულიც მიიღებდა მონაწილეობას, კონჩიტა ვურსტი ბელორუსში არავის მიუწვევია.
ფესტივალის დირექტორი ალექსანდრე სიდორენკო ადასტურებს, რომ ევროვიზიის გამარჯვებულებს ფესტივალზე ყოველწლიურად მართლაც იწვევდნენ. თუმცა წელს კონჩიტაზე საუბარი არც ყოფილა. „ის იმდენად განსხვავებულია, რომ კითხვები მისი აქ არ ყოფნის გამო, არც კი უნდა დაისვას,“ - განაცხადა მან.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავად მომღერალი კომენტარს არ აკეთებს. მისმა წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ კონჩიტა სიყვარულის, ტოლერანტობის და პატივისცემის განსახიერებაა, ვინც მას პატიჟებს, ე.ი. ის მის შეხედულებებს ეთანხმება და მეტი არაფერი.