-
2014-06-16 23:18
„გაზპრომმა“, „ნეფტოგაზ უკრაინა“, რუსული არის მიწოდებისთვის წინასწარი გადახდის რეჟიმზე გადაიყვანა. როგორც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 16 ივნისს დილის 10 საათზე, მას შემდეგ, რაც უკრაინამ არ დაფარა რუსული გაზის ვალი 1,9 მილიარდი დოლარის ოდენობით.
ამის შესახებ კომპანიის საიტი იუწყება. განცხადებაში ასევე აღნიშნული, რომ უკრაინას არ დაუფარავს არც ივნისის თვის დავალიანება. რუსეთის ვიცე-პრემიერის არკადი დროკოვიჩის განცხადებით, რუსეთი შემდეგ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რა ვლადიმერ პუტინი „გაზპრომის“ პრეზიდენტის ალექსეი მილერის, მოხსენებას მოისმენს, აცხადებს იტარ-ტასი.
გაზის საკითხთან დაკავშირებით ბოლო მოლაპარაკებები 16 ივნისის დილის 3 საათზე უშედეგოდ დასრულდა.