
შემთხვევა ნიუ იორკში, პენსილვანიის შტატში, მოხდა. „ქურდობის“ ფაქტი მას შემდეგ გასკდა, რაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა პირველკლასელს ნარკოტიკი უპოვა და მაშინვე პოლიციაში დარეკა.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ორი შეკვრა ჰეროინი უკვე გახსნილი დახვდათ. მესამე შეკვრას კი ბავშვის ნაკბილარები ეტყობოდა.
პოლიციის გადაწყვეტილებით, პირველი კლასის ოცივე მოსწავლე საავადმყოფოში, შემოწებაზე გადაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა საგანგაშო არ აღმოჩნდა.
ბავშვის დედას, მარი ჰანტერს და მის მეგობარ მამაკაცს, კრისტოფერ ტრიუ-ჯენკინსს ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებისთვის გაასამართლებენ.
http://news.ge/ge/news/story/93133-amerikashi-6-tslis-gogonam-skolashi-heroini-miitana