
წყვილმა ერთმანეთი ნოემბერში, American Music Awards-ზე გაიცნო, სადაც 34 წლის მაქსმა და 44 წლის ჯენიფერმა საერთო ნომერი წარმოადგინეს და მას შემდეგ მეგობრობა არ გაუწყვეტიათ.
„ჯენიფერი ძალიან დაკავებულია საკუთარი ახალი ალბომის პრომოუშენით, თუმცა მოცეკვავე მაქსიმ ჩმერკოვსკისთვის დრო მაინც დარჩა“ - წერს ამერიკული მედია.
ჯენიფერის მეგობრები აცხადებენ, რომ მაქსიმი მხოლოდ მეგობარია, თუმცა ის ფაქტი, რომ ლოპესი მოცეკვავის უმცროსი ძმის დაბადების დღეზე მივიდა, მაქსიმთან რომანის შესახებ არსებულ ჭორებს ამყარებს.
http://droni.ge/?m=6&AID=16272