
ნორვეგიაში 6 და 8 წლის გოგონების გატაცებაზე ავტომანქანა Volvo-ოს მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, დამნაშავეები გატაცების ადგილიდან სწორედ ამ ავტომანქანით მიიმალნენ. მილიცია დაკავებულის დაკითხვას განაგრძობს, ეჭვმიტანილი დანაშაულს ამ დრომდე უარყოფს.
გამოძიების თანახმად, დები რაიანა და სომაია გამზრდელი მშობლების სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იმ დროს გაიტაცეს, როდესაც სკოლის ავტობუსმა ისინი სახლთან მიიყვანა. ორმა ნიღბიანმა გოგონები ვერცხლისფერ Toyota-ს მარკის ავტომანქანაში ჩასვა და მიიმალა, მესამე კი მშობლებს პოლიციაში დარეკვის საშუალებას არ აძლევდა.
სავარაუდოდ, ეს იყო ბავშვების ბიოლოგიური მამა, ჩეჩენი მანსურ მახაშევი, რომელიც "მოსკოვის კოსმოლეცის" საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება.
გატაცების თანამონაწილედ ეჭვმიტანილია გოგონების დედა, ჩეჩნეთის მოქალაქე ჰერმან ჰოფი, რომელსაც ნორვეგიის მოქალაქეობაც აქვს, თუმცა იგი ჯერ არ დაუკავებიათ. ეჭვმიტანილის ადვოკატის განცხადებით, ჰოფი გატაცებაში არ მონაწილეობდა და მისთვის შოკისმომგვრელი იყო ინფორმაცია შვილების გატაცების შესახებ.
გამოძიების მიმდინარეობისას პოლიციამ 30-ზე მეტი მოწმე დაკითხა, ასევე გაიჩხრიკა მახაშაევის სახლი.
სამართალდამცველებმა შვედ კოლეგებსაც მიმართეს და სთხოვეს, რომ ადგილობრივი მედიის საშუალებით გოგონებისა და მათი მამის ფოტოები გაევრცელებინათ.
შვედეთის საზღვარი 40 კილომეტრში მდებარეობს იმ ადგილიდან, საიდანაც გატაცება მოხდა.
რაიანასა და სომაიას ბილოგიური მშობლები უკვე რამდენიმე წელია განქორწინებულები არიან, 2013 წლის ზამთარში მათ ბავშვებზე ძალადობას აბრალებდნენ. სასამართლომ წყვილს შვილებზე ძალადობის გამო მშობლების უფლება ჩამოართვა.
ცნობისათვის, ნორვვეგია მშობლების მიმართ მკაცრი კანონებით გამოირჩევა.