-
2014-06-12 10:28
რიო დე-ჟანიროს 3 აეროპორტის თანამშრომლება, ბრაზილიაში, ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნის დღეს გაფიცვა გამოაცხადეს. ამის შეასხებ Associated Press იუწყება.
გაფიცვა დაიწყება საერთაშორისო აეროპორტ „გალეანში“, რომელიც ტურნირის დროს საფაერო სივრცის მთავარი კარიბჭეა. გაფიცვა გავლენას მოახდენს აგრეთვე აეროპორტ „სანტოს-დიუმონის“ მუშაობაზე, მათ შორის სან-პაოლოში, სადაც დღეს ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართება.
პროფკავშირები, რომლებიც აეროპორტის თანამშრომლების ინტერესებს იცავენ, ხელფასის 5,6 პროცენტით მომატების მოთხოვნით გამოდიან. გაფიცვის პირველ დღეს სამსახურში არ გამოვა ყოველი მე-5 თანამშრომელი.
თუ გაფიცულების რაოდენობა გაიზრდება, რიო დე ჟანეიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროფკავშირებს 22,4 დოლარის ოდენობის ჯარიმა ელოდება. ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ თვალს ადევნებს შექმნილ მდგომარეობას და ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის სპეციალურ გეგმას შეიმუშავებს.