ოთხშაბათს ნეაპოლის ტორე-ანუნციატას სასამართლომ ქართველ ტურისტს, მანუჩარ კუბლაშვილს ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, 206 ევროს გადახდა დააკისრა და პომპეისთან მიახლოება აუკრძალა.
საქმე იმაშია, რომ პომპეის ნანგრევების დათვალიერებისას, კუბლაშვილმა უძველესი ტრიტოლემოს სასახლიდან სამახსოვრო ნივთების წამოღება გადაწყვიტა და სხვა რომ ვერაფერი იპოვა, გადარჩენილი მოზაიკიდან, ფილები მოიპარა.
ფხიზლად აღმოჩნდნენ იტალიელი კარაბინიერებიც, რომლებმაც სიძველეების მოყვარულ ქართველს ქურდობის ფაქტზე წაასწრეს.
http://www.ansa.it/campania/notizie/2014/06/06/ladro-scavi-pompei-due-anni-e-liberta_a0fbe7ed-c395-48b1-b9cd-42baa98d9ec4.html