-
2014-06-09 00:37
ადგილობრივი პენსიონერები „მოსკოვის დროზე“ გადასვლას უჩივიან. მათი თქმით, ბავშვები სკოლაში გამოუძინებლები მიდიან, თავად კი 9 საათზე უწევთ დაძინება, ანუ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მზე ანათებს და იღვიძებენ დილის 5 საათზე, როდესაც ჯერ კიდევ ბნელა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზაფხულია.
„ყველას თავის ტკივილი დასჩემდა, გული გვაწუხებს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად,“ - წერენ მოხუცები.
დროის გადაწევის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფერმერებიც.მათი თქმით, ადამიანებთან ერთად ძროხებიც შეიცვალნენ - ნახირის დილით საძოვარზე გარეკვა ძნელდება, რადგან ჯერ კიდევ სიბნელეა. ეს კიდევ არაფერი - ძროხებს დილის ოთხ საათზე წველა არ სიამოვნებთ (ესე იგი, ძველი დროით ღამის 2 საათზე).
წველამ მნიშვნელოვნად მოიკლო. მწველავებიც ჩივიან, რომ ცვლის დაწყება დილის 6 საათზე, სოფლის გარემოებების გათვალისწინებით, ბევრ უხერხულობასთანაა დაკავშირებული.