-
2014-06-07 16:37
ჩინელი ბიზნესლედის, ჩჟან ინის ქონება სამ-ნახევარი მილიარდი დოლარია. მას თავის ქვეყანაში ხუმრობით „ნაგვის დედოფალს“ ეძახიან, თუმცა მისი გვარი ჩინურ ენაზე „თაღის ბურჯებს“ ნიშნავს და მაო ძედუნის ნათქვამს ახსენებს - ცის ნახევარი ქალებზე დგასო.
ჩჟან ინის მილიონების ისტორია 2001 წელს დაიწყო, როდესაც სამსახურის სათხოვნელად ერთ-ერთ ბიზნემენთან მივიდა, რომელმაც იგი სამსახურში ვერ მიიღო, თუმცა გამომშვიდობებისას უთხრა: მაკულატურა ულევი ტყეა. განსხვავება ისაა, რომ მოჭრილი ხე ძნელი აღსადგენია, ნახმარი ქაღალდი კი ყველგან არის. ეს ნაგავი არაფერი ღირს, მაგრამ მისი გადამუშავება და ხელახლა გამოყენება შეიძლება. მიღებულ პროდუქციაში კი სულ სხვა ფული კეთდებაო.
ამ იდეით დაინტერესებულ ჩჟან ინის ნაცნობმა ბიზნესმენმა - 30ათასი იუანიც ასესხა, რომლითაც ჩინელმა ქალბატონმა ქაღალდისა და მუყაოს მწარმოებელი გაკოტრების პირას მყოფი კომპანია იყიდა. დასაწყისში მამის სახელსაც ექსპლუატაციას უწევდა - ყველა ჰონკონგელ ბინესმენს, ვისაც ფულის სესხებას სთხოვდა, ეუბნებოდა, რომ მამამისი ათი წელი იჯდა მაოს ჯურღმულებში, ხოლო მისი ოჯახი კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლია..
ამ ხერხმა კარგად გაამართლა... ამასობაში ამერიკა-ჩინეთს შორის ვაჭრობის ტემპებიც გაიზარდა და მუყაოს კოლოფების საჭიროებაც გაჩნდა - ოკეანის გაღმა გაგზავნილი ყუთები ამერიკის სანაგვეებზე იყრებოდა. ჩჟან ინმა ამერიკული ნაგვის შესყდვა დაიწყო. ნახევარ ფასად დატვირთა ცარიელი გემები და მაკულატურა ჩინეთში გაგზავნა... ამერიკაშივე კაპიკებად მიგდებული სანაგვე იყიდა და ბიზესიც დატრიალდა...
http://www.bpn.ge/persona/4705-sanagvis-dedofali.html?lang=ka-GE