
გაზეთმა "The Jerusalem Post“ გამოაქვეყნა მსოფლიოში 50 ყველაზე გავლენიანი ებრაელის რეიტინგი. მას სათავეში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ჯეკ ლიუ უდგას. მეორე ადგილზეა ამერიკის ფედერალური სარეზერვო ფონდის მეთაური ჯანეტ იელლენი.
ისრაელელ ებრაელებს შეხვდათ მე-3 და მე-4 ადგილები - ესენი არიან შიმონ პერესი და ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი მე-7 ადგილზეა.
სიაში შესულია აგრეთვე დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტთა ლიდერი ედვარდ მილიბენდი ( მე-20 ადგილი) და კანადელი პარლამენტარი ირვინ კოტლერი (29-ე ადგილი) რომელიც რუსეთის სანქციების ქვეშ მოყვა.
საპატიო ადგილს იკავებენ სიაში ჰოლივუდის წარმომადგენლებიც. სტივენ სპილბერგი მე-13 ადგილზეა, მე-18-ზე სკარლეტ იოჰანსონი, 27-ზე ნატალი პორტმანი. ბიზნესმენებიდან სიაში მოხვდნენ ჯორჯ სოროსი 39-ე ადგილზე და შელდონ ადელსონი მე-5-ზე.
რუსეთის წარმომადგენელი სიაში მხოლოდ ერთია. ეს არის ყოფილი სენატორი და ბიზნესმენი ვლადიმერ სლუცკერი. მიუხედავად სიმდიდრისა, სიაში ვერ მოხვდნენ ვერც რომან აბრამოვიჩი, ვერც მიხაილ პროხოროვი და ვერც მიხაელ ფრიდმანი. სამაგიეროდ მათი გვარების ნახვა შესაძლებელი Forbes-ის უმდიდრეს ხალხთა რეიტინგში.