
ამერიკულ ტელეარხზე „Lifetime“ ახალი რეალითი შოუ იგეგმება - „დაბადება ველურ ბუნებაში“. რეალითი შოუში იწვევენ ფეხმძიმეებს, რომლებიც უარს იტყვიან მშობიარობის დროს არა მხოლოდ ექიმის მიმსახურებასა და საავადმყოფოზე, არამედ მთელი შოუს განმავლობაში - თავშესაფარზეც.
მშობიარეები სამშობიარო ბლოკის ნაცვლად, პირდაპირ ბუნებაში იმშობიარებენ. ახალმა შოუმ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. ადამიანები აცხადებენ, რომ ასეთი მიდგომა ბევრი დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობას საფრთხეში ჩააგდებს. თუმცა, კრიტიკის მიუხედავად, შოუს პროდიუსერები ირწმუნებიან, რომ მშობიარეცა და ახალშობილიც დაცულნი იქნებიან.
ამასთან, შოუში მონაწილეობის უფლება არ ექნება მშობიარეს, რომელიც პირველ შვილს ელოდება.
ambebi.ge