-
2014-06-05 12:12
როგორც ჩანს აშშ-ს პრეზიდენტი დატვირთულ ევროპულ ვიზიტებს ვერ უძლებს და დაღლილობის გამო ბრიუსელში ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩასთვლიმა. ბარაკ ობამა ბრიუსელს ოთხშაბათს ესტუმრა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად, მანამდე კი პოლონეთში უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს შეხვდა.
სამი დღის მანძილზე ობამას სამ ევროპულ სახელმწიფოში მოუხდა ვიზიტი და როგორც ჩანს, მის „მარცხზე“ სასაათო სარტყელების შეცვლამაც იმოქმედა - პოლონეთის პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის სიტყვით გამოსვლის დროს, ბარაკ ობამას აშკარად ძილი მოერია და ჩათვლიმა.
როგორც პრესა წერს, ობამას სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პრეზიდენტსაც მორევია ძილქუში, პოლონეთში ვიზიტის დროს კი სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერიც თვლემდა.