დღეიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთი გახდა,-ამის შესახებ ინფორმაციას ИТАР-ТАСС-ი ავრცელებს.
მაისში მსოფლიო ორგანიზაციის ძირითად სტრუქტურას სამხრეთ კორეა ხელმძღვანელობდა, ივლისში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა კი რუანდა გახდება.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, მათგან 5 მუდმივი წევრია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი), დანარჩენი 10 კი ყოველ მეორე წელს აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ.
პროცედურულ საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მუდმივ წევრთა ერთსულოვანი თანხმობით (გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მას მხარს არ უჭერს რომელიმე წევრი) და იგი სავალდებულოა გაეროს ყველა წევრისათვის.