
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"ჩვენ ერებს მტკიცე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ, რომელთაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვთ. ამავდროულად სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთგაგებასა და ნდობაზე, გაგვიხსნა ფართო შესაძლებლობები ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში.
სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას თბილისში. მჯერა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნების აყვავების, სტაბილურობისა და პროგრესისკენ რეგიონში. ამ ღირსშესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – სიმშვიდესა და კეთილდღეობას", - ნათქვამია წერილში.