
ტერორისტების ცნობილმა წარმომადგენლებმა „სტრელოკმა“ და „აბვერმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება სცადეს და უსაფრთხო კორიდორი ითხოვეს მას შემდეგ, რაც სამხედრო ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები მიაყენა დონეცკის აეროპორტის ტერმინალს და ათეულობით ტერორისტი გაანადგურა.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის დონეცკის აეროპორტს მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. მისივე თქმით, უკრაინელ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ არის, რაც შეეხება ტერორისტებს, ასამდე „ბოევიკი“ ლიკვიდირებულია, 150-დე კი - დაჭრილი. დონეცკის საავადმყოფოებში მედპერსონალის სრული მობილიზაციაა გამოცხადებული.