-
2014-05-25 19:00
სანტა-ბარბარაში დატრიალებულმა საშინელმა ტრაგედიამ შვიდი ახალგაზრდა იმსხვერპლა, კიდევ 13 დაჭრილია, მათგან ორი - ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში რჩება.
როგორც გაირკვა, 22 წლის ელიოტ როჯერმა, ამერიკელი რეჟისორის, „შიმშილის თამაშების“ ერთ-ერთი შემქმნელის პიტერ როჯერის შვილმა სამი ადამიანი საკუთარ ბინაში მოკლა, შემდეგ კი შავი „ბმვ“-ს საჭეს მიუჯდა და მანქანის სალონიდან ცეცხლი გახსნა.
მან ორი ქალი სანტა-ბარბარას ქუჩებში დაცხრილა, შემდეგ კი ერთ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა და მოკლა. ელიოტ როჯერმა ცეცხლი გაუხსნა მარკეტსაც, სადაც, ძირითადად, სტუდენტები იმყოფებოდნენ. მის მიერ მოკლულთაგან ყველაზე უმცროსი 19 წლისაა.
საბოლოოდ, პოლიციამ მოახერხა მსროლელის გაუვნებელყოფა და მისი მანქანა გაჩერებაზე მდგარ სხვა მანქანებს დაეჯახა, თუმცა, როჯერი პოლიციას არ მოუკლავს: მას შემდეგ, რაც მანქანა გაჩერდა, 22 წლის ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. ჩხრეკისას ელიოტის მანქანიდან სამი პისტოლეტი და 300 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
რამდენიმე კვირის წინ ელიოტის ნათესავებმა გააფრთხილეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 22 წლის ახალგაზრდის უცნაური ქცევის შესახებ, რადგან მათ აღელვებდათ ის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც საზოგადოების მიმართ მუქარას შეიცავდა და რომლებსაც ელიოტი თავის ბლოგებზე ტოვებდა. მათ შორისაა ჩანაწერი „იუთუბზეც“, რომელიც ელიოტმა ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ატვირთა.
თინეიჯერის მამა ეჭვობდა, რომ შვილი ასპერგერის სინდრომით იყო დაავადებული (აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები), თუმცა ექიმებმა, რომლებიც მეთვალყურეობდნენ ახალგაზრდას, ჩათვალეს, რომ საგანგაშო არაფერი იყო...



