ხარკოვის რკინიგზის სადგურში უკრაინელმა მესაზღვრეებმა დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუსი სნაიპერი აღმოჩნდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრი იუწყება, რომ 39 წლის რუსეთის მოქალაქე სნაიპერია და ჩეჩნეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.
დაკავებულმა აღიარა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მიემგზავრებოდა, რათა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში გაწევრიანებულიყო. მისივე განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა და შესაბამისი ინსტრუქტაჟი დონის როსტოვში გაიარა.
სნაიპერი აცხადებს, რომ შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდო ამ პრინციპით უნდა მიეღო:
რიგითი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მოკვლა - 100 აშშ დოლარი, ოფიცრის - 1000 აშშ დოლარი, დაბრუნებულზე - 2.000 ევრო.
დაკავებული ამჟამად წინასწარი პატიმრობის საკანშია, მიმდინარეობს გამოძიება.