თურქეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეორედ აღნიშნავენ

Image

25 მაისს თურქეთში მცხოვრები ქართველები უკვე მეორედ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი - 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც „ქართული ზეიმი“ ჰქვია.

 

„ქართული ზეიმი“ პირველად შარშან გაიმართა. „ქართული ზეიმის“ ტრადიციულ ზეიმად ჩამოყალიბების ინიციატორია „მარმარილოს რეგიონების ქართველთა საზოგადეობა“.

 

საზეიმო ღონისძიება იმართება საქარიას რაიონში,  ორმანში. დილის 11 საათიდან, საღამოს 19 საათამდე. ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავენ თურქეთის ქართული სათვისტომოებისა და კულტურის დაწესებულებების წევრები, ასევე, ქართველები თურქეთის სხვადასხვა რეგიონებიდან.

 

„ქართული ზეიმი“ იმართება ღია ცის ქვეშ. შეკრების პარალელურად გაიმართება თურქეთში არსებულ ქართულ ანსამბლთა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობს ორი ანსამბლი „სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლიდან“ ქართული და კავკასიური ფოლკლორული ანსამბლი „კაფდაღი“, ხელმძღვანელი იბერია მელაშვილი და ქართული ცეკვის ანსამბლი ხელმძღვანელი იუქსელ კაჰრამანი-ფუტკარაძე; მოცეკვავეთა ჯგუფი ინეგოლიდან, ასევე, ლაზური სიმღერების შემსრულებელები საქართველოდან - ჯგუფი „შურიმშინე“.

 

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ბატონი ირაკლი კოპლატაძე მეუღლესთან ერთად.

 

„ქართულ ზეიმს“ უერთდებიან საქართველოს საზოგადოებრიობის წარმომადგენელები, რომელთაც მჭიდრო კულტურული ურთიერთობა აქვთ თურქეთის ქართველებთან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან - ბატონი კაკი კენჭოშვილი და სხვები. 

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !