
ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა, არ აპირებს პირისპირ შეხვდეს რუსეთის ლიდერს, მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმზე გამარჯვების ფარგლებში გამართულ ღონისძებებეზე.
ორივე ლიდერი მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ცერემონიაში, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდება ნორმანდიაში. სიტუაციის პიკანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ ღონისძიებაზე გაკიცხული იქნება ჰიტლერის ქმედებები, რომელიც პუტინს შეადარეს.
ამასთან, პრინც ჩარლზის პრეს-მდივნმა დაადასტურა, რომ პირისპირ შეხვედრა არ შედგება. „მისი აღმატებულება ცერემონიას დასრულებისთანავე დატოვებს“ - წერს The Daily Express.
შეგახსენებთ, გუშინ პრინცმა ჩარლზმა კერძო საუბარში გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკა ყირიმის რუსეთთან მიერთების თაობაზე, შეადარა რა პუტინი ჰიტლერს. ახალი ამბები პრინც ჩარლზის მკვეთრი განცხადების შესახებ სწრაფად გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.