
ღამის განმავლობაში ტერორისტები ლუგანშინიდან საზღვრის გარღვევას შეეცადნენ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობის მიზნით, ბოევიკებმა ამ ღამეს რამდენჯერმე სცადეს იერიში მიეტანათ სასაზღვრო პუნქტზე ლუგანსკის ოლქში.
ამის შესახებ ТСН უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება. კერძოდ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კრასნოდონთან“, დღეს ღამე, უცნობები, „კამაზის“ მარკის 3 მანქანით, შეეცადნენ შეეღწიათ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაში.
მესაზღვრეების გამაფრთხილებელი გასროლის მიუხედავად მათ უკან არ დაიხიეს, რის გამოც მესაზღვრეები იძულებული გახდნენ გაეხსნათ ცეცხლი. ამის შემდეგ მანქანები უკან გაბრუნდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.