
ამერიკის შეერთებული შტატების მელიორაციის ფედერალური ბიურო, რომელიც პასუხისმგებელია წყლის რესურსების განაწილებაზე, აკრძალვა დაადო მისი წყლის გამოყენებას იმ შტატებში, სადაც მარიხუანის მოყვანა ლეგალიზებულია.
ეს მოხდება კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებში. შეზღუდა რა წყლის ხელმისაწვდომობა შტატებში, სადაც კანაფი იზრდება, სამელიორაციო ბიურო იმედოვნებს, რომ შექმნის ბარიერს ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კოლორადოს შტატში, სადაც მარიხუანა 2014 წლის იანვრიდან მაღაზიის დახლებზე გამოჩნდა , მისი კულტივირება კვლავ იკრძალება.
„როგორც ფედერალური სააგენტო, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად და შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების წინაშე“-განაცხადა სამელიორაციო ბიუროს თავჯდომარემ დან დიუბრეიმ.
Marijuana Industry Group-ის კოლორადოს კომპანიის დირექტორმა მაიკ ელიოტმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მარიხუანას ინდუსტრიაზე ისედაც მოქმედებს სამართლებრივი შეზღუდუვა და აღნიშნულ წყლის ინიციატივას „არასაჭირო და უსამართლო“ უწოდა.
ელიოტმა ასევე მოუწოდა მთავრობას გადახედოს „სულელურ“ კანონებს, რომელიც კოლორადოს შტატში მის ლეგალიზებას ეხება.