
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას წინადადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს, ასევე პასუხობს შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა საფრთხე საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან.
რასმუსენის პრესკონფერენციას ბრიუსელში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ქეთი ქარდავა დაესწრო. "მოამბის" ჟურნალისტმა, ანდერს ფოგ რასმუსენს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზეც ჰკითხა. რასმუსენი ზეწოლის საშიშროებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ნატო თავის წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მსგავსი საფრთხეებისთვის მზად უნდა იყოს.