
რუსული რაკეტა «Протон-М», რომელიც ყველაზე თანამედროვე რუსული თანამგზავრული კავშირით «Экспресс-АМ4Р» იყო აღჭურვილი, აფრენიდან 540 წამის შემდეგ ჩამოვარდა. ავარიის მიზეზების დადგენამდე "ბაიკანურიდან" ყველა სახის რაკეტების გაშვება შეჩერებულია.
სპეციალისტების განცხადებით, რაკეტის აალება ატმოსფეროში მოხდა, მაგრამ არაა გამორიცხული, მისი ნამსხვრევები გაუთვალისწინებელ ტერიტორიაზე ჩამოცვივდეს. მათივე ვარაუდით, ნამსხვრევები ყაზახეთის ტერიტორიაზე არ ჩამოცვივდება.
«Экспресс-АМ4Р» თანამგზავრული კავშირის სისტემა, რომელიც რაკეტაზე იყო დამონტაჟებული, 200 მილიონი ევრო ღირს.