
თურქეთის პროვინცია მანისაში მდებარე ქალაქ სომაში მაღაროს აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 238 გახდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმა რეჯებ ტაიიპ ერდოღანმა გააკეთა.
ცნობილია, რომ აფეთქების დროს მაღაროში 787 ადამიანი იმყოფებოდა. 80 დაიჭრა, 120 ადამიანი ჯერაც ნანგრევებქვეშ იმყოფება, ხოლო 19 ადამიანი საავდმყოფოებიდან გამოწერილია. ტრაგედია 13 მაისს მოხდა.