
ევროკავშირი დღეს რუსეთსა და ყირიმს ახალ სანქციებს დაუწესებს. "ბი-ბი-სის“ ცნობით, შეთანხმება აღნიშნულის შესახებ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს.
სანქციები რუსეთის 15 მოქალაქესა და ყირიმის 5 კომპანიას შეეხება. ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების სია, რომელთაც სანქციები დაუწესა, პირველად 17 მარტს გამოაქვეყნა. ევროკავშირმა ამ სიას 21 აპრილს კიდევ 12 ადამიანის გვარი დაუმატა.