-
2014-05-10 20:55
ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ შესაძლებლობას, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში უკრაინაში სპეციალური მისია გაგზავნონ. ამისთვის უკრაინის ხელისუფლების მიმართვაა საჭირო.
ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაღალი დონის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. დიპლომატი ამბობს, რომ მისიის გაგზავნის საკითხს ორშაბათს, 12 მაისს, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე განიხილავენ.
„თუმცა, ჯერჯერობით მაინც ნაადრევია დეტალებზე საუბარი“, - დაამატა ევროპელმა დიპლომატმა.