აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს აქვს მონაცემები, რომ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში შეინიშნება საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზება, რომლებიც მზად არიან უკრაინაში შესასვლელად.
ამის შესახებ 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა, კონტრ-ადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„მე მოვისმინე ვლადიმირ პუტინისა და თანამდებობის სხვა პირების განცხადებები ჯარის გაყვანის შესახებ. ამის დამადასტურებელი ცნობები არ გვაქვს - დანაყოფები ისევ იქ არიან მობილიზებული“, - აცხადებს კერბი.