
,,აზერბაიჯანი და სომხეთი ვერასდროს შეთანხმდნენ ყარაბაღის საკითხზე. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი იქნება, ის შევუერთოთ რუსეთს, ამით სომხეთი არ დარჩება განაწყენებული და აზერბაიჯანელებიც მიიღებენ ამ აზრს, რადგან ყარაბაღი არც სომხეთს დარჩება, არამედ გახდება რუსთის ნაწილი,“- ამის შესახებ რუსეთის ,,ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას სურვილის შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა გახდეს რუსეთის ნაწილი.
,,იგივე შეიძლება ითქვას დნესტრისპირეთზე. ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა ქვეყანას ძალადობისა და მოტყუების გარეშე მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეეძლებათ დაბრუნდნენ რუსეთის შემადგენლობაში.
ყველა დაბრუნდება რუსეთში და ყველაფერი კარგად იქნება. იქნება დაპირებული დემოკრატია, უსაფრთხოება და ყველა იცხოვრებს ყველა წინა წელთან შედარებით უკეთესად.“- განაცხადა მან.
მისი თქმით, ყველა ეს ტერიტორია არის ყოფილი რუსეთის იმპერიის ,,ჩვენ 300, 400, 500 წელი ერთად ვცხოვრობდით,“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.