,,იანუკოვიჩი ლეგიტიმური პრეზიდენტია და ჩვენ გვაქვს უფლება დავეხმაროთ მას,“- რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებით, იანუკოვიჩი გაქცეულია მეზობელ სახელმწიფოში, რადგან უკრაინაში მისი უსაფრთხოება არ არის დაცული.
ჟირინოვსკის აზრით, იანუკოვიჩს რუსეთი უნდა დაეხმაროს, რათა დაბრუნდეს კიევში.
,,დღეს იანუკოვიჩმა თქვა, რომ ის არის უკრაინის პრეზიდენტი და მე ამაში სრულად ვეთანხმები. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სახელით ჩვენ სრულად ვეთანხმებით მის ამ განცხადებას“- განაცხადა ჟირინოვსკიმ ,,ინტერფაქსთან“.
მისივე თქმით, იანუკოვიჩი იურიდიულად უკრაინის პრეზიდენტია და სად წავა, ან სად დაბრუნდება პრეზიდენტი ამას თვითონ გადაწყვეტს.
ჟირინოვსკის თქმით, იანუკოვიჩი იძულებულია იყოს რუსეთის ტერიტორიაზე, ვიდრე უკრაინაში მისი ყოფნა არ გახდება უსაფრთხო.