
ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძარს ავიაციის დახმარებით აქრობენ.
პროცესში 213 მეხანძრე, ტექნიკის 83 ერთეული, მათ შორის 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენია ჩართული.
ხანძრის ზონაში რადიაციული ფონი სტაბილურია, ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება.
ჩერნობილში ხანძრის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი.