აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ აშშ-ში დღიურად კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კიბოთი ან გულის დაავადებით.
მაგალითად: 7 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით 1 970 ადამიანი გარდაიცვალა, გულის დაავადებით 1 774, ხოლო კიბოთი 1 641.
კორონავირუსის ეპიდემიის არსებობის განმავლობაში აშშ-ში 15 774 ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად, 430 000 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.