სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ერთ-ერთ უცხოენოვან გამოცემაში
იწერება სტატია იმის შესახებ, რომ კორეელმა მეცნიერება 51 გამოჯანმრთელებულ პაციენტს ვირუსი კვლავ
აღმოუჩინეს.
საუბარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში არსებული ვირუსის ხელახალ
გააქტივებაზე. აქვე კორეელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანებს ერთმანეთში არ უნდა აერიოთ
ორგანიზმში ვირუსის ხელახალი გააქტიურება და ხელახალი დაინფიცირება. ეს სრულიად სხვადასხვა რამეა,
ამ შემთხვევაში კი ისინი გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ხელახალი გააქტიურების
შესაძლო შანსებს იკვლევენ.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით მეცნიერები გადაჭრით ვერაფერს ამბობენ და ამ ეტაპზე ვარაუდი ვარაუდად
რჩება-პასუხების მისაღებად დამატებითი კვლევები აუცილებელი გახდა.