
უკრაინელმა სამართალდამცავებმა ჩერნობილის ზონასთან ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი.მამაკაცი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილი 27 წლის, წარსულში ნასამართლები კაცია. როგორც მან
პოლიციელებს აუხსნა, ტყეში ბალახს ცეცხლი სამხიარულოდ წაუკიდა, სემდეგ კი მისი ჩაქრობა ვეღარ
მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ჩერნობილში ხანძრის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი. სტიქიას 300-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა.