
ლეგენდარული მომღერალი და კომპოზიტორი ჯონ პრაინი 73 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. 20 მარტს ჯონ პრაინის ცოლმა ფიონამ განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა, 6 დღის შემდეგ კი, თავად პრაინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გაუმჯობესება არ შეინიშნება, მას ჩვენი ლოცვა და სიყვარული სჭირდება“, - TIME-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 30 მარტს ფიონამ „ტვიტერზე“ დაწერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა