-
2020-04-08 12:16
კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატი მოსკოვის დუმის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა.
საკუთარი დიაგნოზის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა, მას შემდეგ რაც კლინიკიდან ტესტირების პასუხი მიიღო.
მანვე აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს დუმის სხდომას ესწრებოდა.
მისი თქმით, ტესტი 31 მარტს ჩააბარა, თუმცა დადებითი შედეგი 7 აპრილს, განმეორებითი ტესტირებისას
დადგინდა.
დეპუტატი ამბობს, რომ მას კორონავირუსი იანვარში ჰქონდა და შესაძლოა, ინფექცია მსუბუქი ფორმით შეუბრნუდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.