
„ტვიტერის“ დამფუძნებელმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის ერთი მილიარდი დოლარი გადარიცხა.
ცნობილია, რომ პანდემიის დაძლევის შემდეგ მისი ფონდი ჯანდაცვაზე და განათლებაზე მიმართულ პროექტებზე იქნება ორიენტებული.
უკვე ცნობილია, რომ „ტვიტერის“ დამფუძნებლის ფონდიდან 100 000 დოლარს მიიღებს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ამერიკას ფუდ ფონდი“, რომელიც პანდემიის დაზარალებულ მოქალაქეებს სურსათით მოამარაგებს.