
ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა.
ლერმონტოვის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მსუბუქად დაშავდა. ისინი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ.