
ბულგარეთში მინისტრებმა და დეპუტატებმა კორონავირუსის გამო, ხელფასებზე უარი თქვეს.
შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და დეპუტატების ხელფასი,
პირველი აპრილიდან კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე, ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშზე
გადაირიცხება და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლაზე დაიხარჯება.
ბოლო მონაცემებით, ბულგარეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფექცია 550 ადამიანს
დაუდასტურდა. 20-ზე მეტი გარდაიცვალა.