კონგოს ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა.
კონგოს ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ იომბი-ოპანგო კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ
ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
ჟაკ იომბი-ოპანგო კონგო-ბრაზავილს 1977-1979 წლებში მართავდა. 1997 წლიდან კი საფრანგეთში, დევნილობაში იმყოფებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.