
გამოჩნდნენ ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც თვლიან, რომ რადგან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, ონლაინ კონცერტების გამართვა საზოგადოების უპატივცემულობაა.
ერთ-ერთი ასეთი არტისტი, ჯეიმს ბლანტია, რომელმაც პროტესტისთვის „ტვიტერს“ მიმართა და საზოგადოებას განუცხადა, რომ თვითიზოლაციის პერიოდში ონლაინ კონცერტს არ გაუმართავს.„თვითიზოლაციის დროს, უამრავი ხელოვანი მართავს კონცერტს სახლიდან, გადავწყვიტე, პატივი გცეთ და მე არ გავმართო.“- წერს მომღერალი.