სომხეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა
„სამწუხაროდ, კიდევ ორი გარდაცვლილი გვყავს. ორივე მათგანს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
ექიმებმა მათ გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 407 შემთხვევაა დაფიქსირებული