
საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას, არ მსურს ეგოისტი ევროპა.ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Stampa, Repubblica და Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას. ბევრს საუბრობენ ჩინეთისა და რუსეთის მიერ იტალიისათვის გაწეულ დახმარებაზე, მაგრამ რატომ არ ამბობენ, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ 2 მილიონი პირბადე და ათი ათასობით სამედიცინო ხალათი გაუგზავნეს იტალიას? ეს საკმარისი არ არის, თუმცა ეს დასაწყისია,ევროპა ამაყი უნდა იყოს და თავს ძლიერად გრძნობდეს, რადგან ასეც არის. თუმცა, უფრო შორს უნდა წავიდეთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.