
„მესმის მორწმუნეების გრძნობები, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაჟინებით გირჩევთ და გთხოვთ, ამ დღეებში თავი შეიკავოთ რელიგიური ობიექტების მონახულებისგან“, - დაწერა მოსკოვის მერმა თავის ვებ-გვერდზე.
გარდა ამისა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა ყველა ობიექტი დაკეტილი იქნება.
„2020 წლის 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით დროებით შეჩერდება საცალო ვაჭრობის ყველა ობიექტის მუშაობა. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო ქსელებს, სასურსათო მაღაზიებსა და პირველადი საჭიროების მაღაზიებს“, - განაცხადა მერმა.